понедельник, 9 сентября 2013 г.

ბიოგრაფია


იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
საერთაშორისო სამართლის კათედრა, პროფესორი

დაიბადა 1958 წლის 18 ნოემბერს აჭარის ასსრ-ში (საქართველო). 1985წ. წარჩინებით დაამთავრა პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი სპეციალობით საერთაშორისო სამართალი“, პარალელურად მიიღო ინგლისური ენიდან რუსულ ენაზე მთარგმნელის დიპლომი. 1985 წლიდან 1988 წლის ჩათვლით სწავლობდა დასწრებულ ასპირანტურაში საერთაშორისო სამართლის კათედრაზე. 1990-1992 წლებში სწავლობდა რაულ ვალენბერგის სახელობის ინსტიტუტის მაგისტრატურაში (ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი) და მიიღო  საერთაშორისო საჯარო სამართლის მაგისტრის ხარისხი (M.I.L., Lund, 10 January, 1992).

1988. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე უმცირესობათა უფლებების დაცვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (სამეცნიერო ხელმღვანელი, პროფესორი . . ბლიშჩენკო). 1997 . დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე უმცირესობათა დაცვა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით“.

1988 წლიდან დღემდე მუშაობს საერთაშორისო სამართლის კათედრაზე პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში (ამჟამად -რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი): თავიდან ასისტენტის თანმდებობაზე (1988-1992 წლები), შემდეგ - დოცენტად (1992-1997 წლები), ლო 1997 წლიდან -პროფესორად. 2010 წლის 24 ნოემბრიდან - რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2011 წლის 30 მაისიდან რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგეა. ასევე 2001 წლიდან არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) (რუსეთის სსს- მსუსი ())  საერთაშორისო სამართლის კათედრის პროფესორი.

. . აბაშიის კალამს ეკუთვნის 300-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის ადამიანის უფლებების საერთაშორისო-სამართლებრივი დაცვისადმი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისადმი, საგარეო ურთიერთობების სამართლისადმი, საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი, საერთაშორისო ეკოლოგიური სამართლისადმი, საერთაშორისო საზღვაო სამართლისადმი, საერთაშორისო სისხლის სამართლისადმი და სხვ. მიღვნილი  მონოგრაფიები და სახელმღვანელოები. შრომები გამოქვეყნებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ფინეთში, საბერნეთში, იტალიაში, სერბეთში, სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში და სხვა.

პროფესორ . . აბაშიეს გააჩნია რუსეთში და საზღვარგარეთ ლექციების კითხვის დიდი გამოცდილება. ის ლექციებით გამოდიოდა ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში, აბოს აკადემიაში (ფინეთი), სალონიკის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში (საბერნეთი), ჰუმანიტარული პრობლემების ინსტიტუტში სან-რემოში, ევრაზიის ეროვნულ უნივერსიტეტში (. ასტანა, ყაზახეთი), ევროპის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის საუნივერსიტეტთაშორისო ცენტრში (ვენეცია, იტალია).

. . აბაშიემ შეიტანა და აგრელებს დიდი წვლილის შეტანას ახალგაზრდა მეცნიერთა ფორმირებასა და განვითარებაში. რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ახალგაზრდა მეცნიერებს შორის 5-მა (.. კისლიცინა, .. კისელიოვა, .. კოპილოვი, . . მალიუკოვა და . . სოლნცევი) თავიანთი საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა აბაშიის ხელმღვანელობით. მისი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა რუსეთში უნიკალური და ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვა“, რომლის რეალიზებაც მოხდა  რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტთან, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტთან (უნივერსიტეტთან) და რუსეთის სახელმწიფო ჰამუნიტარულ უნივერსიტეტთან ერთობლივად. მოცემული პროგრამით მოსწავლე მაგისტრანტები ორი წლის განმავლობაში ღებულობენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისების სფეროში საერთაშორისო დონეზე. 2012. სტარტი აიღო სამაგისტრო პროგრამამ - ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვა ინგლისურ ენაზე. მოცემული პროგრამის უნიკალურობა მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ ის არის ერთადერთი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რომლითაც სწავლება ინგლისურ ენაზე ხორციელდება, არამედ მასშიც, რომ მაგისტრანტებს საშუალება აქვთ მოისმინონ ლექციები, რომლებსაც კითხულობენ უცხოელი ლექტორები, რომლებიც ჩამოდიან რუსეთში რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვევით. ასევე რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრასთან შექმნილია აფრიკის საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემების კვლევის ცენტრი („African studies“), რომლის მუშაობაშიც მონაწილეობენ კათედრის სტუდენტები, ასპირანტები და მასწავლებლები. მოცემული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აფრიკის ინსტიტუტთან.
პროფესორ . . აბაშიის ხელმღვანელობით დაცულია 40-ზე მეტი დისერტაცია იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის საიებლად სპეციალობით 12.00.10 საერთაშორისო სამართალი. ევროპული სამართალი“, მათ შორისაა 8 უცხოელი: აბუგუ ანტონი იფეანიჩუკუ (ნიგერია), ტჩუანდუმ კონჩუ კოლეტი(კამერუნი), ახმედ მუხამედ ხამადი (იემენი), ალ-ფაკი გამილ ხიზან იახია (იემენი), კებედე გობენა გელლანი (ეთიოპია), ადდისუ გიბრეიგზაბხიერ აბერა (ეთიოპია), იშეტუ სეფანიტ კეტემა (ეთიოპია), ზიად ზახერ ედინი (სირია).

პროფესორ აბაშიის როგორც საერთაშორისო იურისტის და დიპლომატის პრაქტიკული მუშაობა დაკავშირებულია მის მონაწილეობასთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში: 2001 წლიდან 2006 წლის ჩათვლით - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა წახალისებისა და დაცვის ქვეკომისიის ექსპერტის თანაშემწე; 2008 წლის მარტიდან 2009 წლის დეკემბრის ჩათვლით  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავისუფალ დაკავებებზე მომუშავე ჯგუფის წევრია (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭოს სპეციალური პროცედურა  ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით), ხოლო 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით  ეკონომიკური და საციალური საბჭოს წევრებმა პროფესორი . . აბაში აირჩიეს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სახელშეკრულებო ორგანო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით) წევრად. 2012 წლის მაისში არჩეულ იქნა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარედ.

ამასთან ერთად  საერთაშორისო იურისტის, . . აბაშიის პრაქტიკული საქმიანობა დაკავშირებულია უფლებამოსილებების რეალიზებასთან რუსეთის სხვადასხვა საექსპერტო ორგანოში. ის არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო-საკონულტაციო საბჭოს წევრი, რუსეთის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის აღმასკომის წევრი, საერთაშორისო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი, საგარეო პოლიტიკური ასოციაციის აღმასკომის წევრი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახმარების რუსეთის ასოციაციის საერთაშორისო სამართლის კომისიის თავმჯდომარე, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეებთან არსებული საერთაშორისო სამართლის საექსპერტო საბჭოს და რფ ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს  წევრი, იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკის ირგვლივ მოვლენების საერთაშორისო-სამართლებრივი შეფასების კომისიის წევრი. . . აბაში არის რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შედის სხვადასხვა იურიდიული ჟურნალების რედკოლეგიებში: საერთაშორისო სამართალი“, მოსკოვის საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის მაცნე (სერია: იურიდიული მეცნიერებები), საერთაშორისო სამართლის რუსულ-აზერბაიჯანული ჟურნალი“, ტერორიზმის წინააღმდეგ მოქმედება. XXI საუკუნის პრობლემები“, საერთაშორისო სამართლის რუსული ყოველწლიური, ჟურნალი მიმომხილველი“, დემოკრატიზაცია და ადამიანის უფლებები (უზბეკეთი), საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების მოლდავური ჟურნალი (მოლდოვა).

ირითადი პუბლიკაციები
პროფესორი . . აბაში არის ავტრიტეტული დამხმარე სახელმღვანელოების თანაავტორი და/ან რედაქტორი: აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემები/პასუხისმგებელი რედაქტორი . . გრომნკო, მოსკოვი, 1989; საერთაშორისო ორგანიზაციები/. . ბლიშჩენკოს რედაქციით, მოსკოვი, 1994, ევროპის საერთაშორისო სამართალი: სახელმღვანელო/პასუხისმგებელი რედაქტორი . . კოლოსოვი, . . კრივჩიკოვა, . . სავასკოვი, მოსკოვი, 2005; საერთაშორისო სამართალი: სახელმღვანელო/პასუხისმგებელი რედაქტორი . . კოლოსოვი, . . კრივჩიკოვა, მოსკოვი, 2006; საერთაშორისო სამართალი: სახელმღვანელო/. . კაპუსტინას რედაქციით, მოსკოვი, 2008; გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ადამიანის უფლებების დაცვა: მონოგრაფია/.. აბაშიის რედაქციით. მოსკოვი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, 2009; International Law – a Russian Introduction/რედაქტორი . . კუზნეცოვი, . . ტუზმუხამედოვი. ნიდერლანდები, უტრეხტი,  მეთერთმეტე საერთაშორისო გამოცემა, 2009; საერთაშორისო სამართალი/პასუხისმგებელი რედაქტორი . . კუზნეცოვი, . . ტუზმუხამედოვი, მოსოკოვი, 2010; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი: სახელმღვანელო/. . კაპუსტინას რედაქციით, მოსკოვი, 2011; ადამიანის უფლებების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დაცვა: სახელმღვანელო/. . ვალეევის რედაქციით, ყაზანი, 2011; საერთაშორისო სამართალი/პასუხისმგებელი რედაქტორი . . კუზნეცოვი,  . . ტუზმუხამედოვი, მე-3 გადამუშავებული გამოცემა, მოსკოვი, 2011.

არის მთელი რიგი მონოგრაფიების ავტორი და თანაავტორი: . . აბაში უმცირესობათა უფლებების დაცვა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით, მოსკოვი, 1996; . . აბაში აჭარა: ისტორია, დიპლომატია, საერთაშორისო სამართალი. მოსკოვი, 1998; .. აბაში, . . ურსინი არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები: დამხმარე სახელმღვანელო. მოსკოვი, 2002; .. აბაში, .. შავირინა ლათინური იურიდიული ტერმინები და გამოთქმები: ლექსიკონი-ცნობარი. მოსკოვი, 2005; Customary International Humanitarian Law/რედაქტორი Jean-Marie Henckaerts, Louise Doswald-Beck. Cambridge University Press, 2005 (რუსეთის მიმოხილვა); .. ბაში, . ალისიევიჩი ადამიანის უფლებათა და ირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია. მოსკოვი, 2007; .. აბაში, . & ფიოდოროვი საგარეო ურთიერთობთა სამართალი. მოსკოვი, 2009; .. კისელიოვა, .. აბაში საერთაშორისო სამართალი და უვიზო რეჟიმი რუსეთსა და ევროკავშირს შორის. გერმანია, საარბრიუკენი, LAP LAMBERT Academic Publishing, 2010; .. აბაში, .. სოლნცევი, .. აგეიჩენკო საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა: თანამედროვე პრობლემები: მონოგრაფია. მოსკოვი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, 2011; Abashidze A. The Complementary Role of General Comments in Enhancing the Implementation of Treaty Bodies’ Recommendations and Views (the Example of CESCR)//New Challenges for the UN Human Rights Machinery. What Future for the UN Treaty Body System and the Human Rights Council Procedures?/რედაქტორი: M.Cherif Bassiouni, William A. Schabas – Antwerp: Intersentia Publishers, 2011; .. აბაში, .. ანანი მკვიდრი ხალხების უფლებების დაცვის საერთაშორისო-სამართლებრივი საფუვლები: დამხმარე სახელმღვანელო. მოსკოვი, 2011; ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემები: დამხმარე სახელმღვანელო/პასუხისმგებელი რედაქტორი .. აბაში -მოსკოვი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, 2012.

არის უნიკალური პროექტის -საერთაშორისო ეკოლოგიური შეთანხმებების კომენტარებით რუსულ ენაზე გამოქვეყნების ინიციატორი. ამჟამად გამოვიდა 3 12 გამოცემიდან: .. აბაში, . . სოლნცევი, .. სოტნიკოვი. საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი: დოკუმენტების კრებული. გამ.I. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ირითადი დოკუმენტები. მოსკოვი,  რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, 2007 -114 გვ.; .. აბაში, .. ვასილიევი, . . სოლნცევი საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი: დოკუმენტები და კომენტარები. გამ.II. გარემოს დაცვა  შეიარაღებული კონფლიქტების დროს. მოსკოვი:   რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, 2009 -113 გვ.; .. აბაში, . . ვასილიევი, .. სოლნცევი საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი: დოკუმენტები და კომენტარები. გამ.III. ადამიანის ეკოლოგიური უფლებები. - მოსკოვი: რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, 2010 - 220 გვ.

ახალი პუბლიკაციები:
1. საერთაშორისო-სამართლებრივი დისციპლინების სასწავლო პროგრამების მომზადებისა და განხორციელების მეთოდური და პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები. ავტორი და შემდგენელი  ა.ხ. აბაშიძე, ე.ს. ალისიევიჩი და სხვები. მოსკოვი, 2013;
2. საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი. ი.პ.ბლიშჩენკოსა და ა.ხ. აბაშიძის რედაქციით. მოსკოვი, 2013;
3. ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემები: დამხმარე სახელმძღვანელო. პასუხისმგებელი რედაქტორი ა.ხ. აბაშიძე.

მისი ხელმღვანელობით დისერტაცია დაიცვა 40-ზე მეტმა ასპირანტმა 10-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ერთმა ტაჯიკეთიდან - სადოქტორო დისერტაცია.  

Комментариев нет:

Отправить комментарий