აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AJ. მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების აჭარის და ლაზეთის(ნაწილობრივ) ტერიტორიას. რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
ხელვაჩაური: ხელვაჩაურის რაიონი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში.
ფართობი - 356,6 კვ.კმმოსახლეობა - 62 828 ადამიანი
საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 12,8oC
ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში - 1500 მმ
ჰავა მიახლოებულია სუბტროპიკულთან
რაიონული ცენტრი - დაბა ხელვაჩაური
ჩრდილოეთით ხელვაჩაურის რაიონს ესაზღვრება ქობულეთი, აღმოსავლეთით ქედის რაიონი, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთი, დასავლეთით და ჩრდილოეთით შავი ზღვა. ვაკე დაბლობებზე მორფოლოგიურად გამოიყოფა ზღვისპირა პლაჟი. ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა ჭოროხი, რომლის სიგრძე რაიონის ფარგლებში 21 კმ.
რაიონი სპეციფიკურია თავისი გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით. ძირითადი ნაწილი მთა-გორიანია და ხასიათდება მცირემიწიანობით. ახალი მიწების ათვისების საშუალება პრაქტიკულად ამოწურულია. წარმოებული პროდუქციის მიხედვით სჭარბობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება, ამასთან განვითარებულია მრეწველობა. რაიონში მოქმედებს სამი ჩაის ფაბრიკა, ინერტული მასალების ქარხანა და საშენი ბლოკების მწარმოებელი კომბინატი, 1,6 მეგავატი დატვირთვით მუშაობს მაჭახელაჰესი.
წამყვანი ადგილი უჭირავს სოფლის მეურნეობას. განვითარებულია მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მეცხოველეობა და სხვა დარგები. რაიონის ტერიტორიის მთლიანი ფართობიდან სოფლის მეურნეობაში გამოყენებულია 9911 ჰა, აქედან: სახნავს უჭირავს 1366 ჰა, მრავალწლიან ნარგავებს 6846 ჰა, სათიბს - 30 ჰა, საძოვარს - 1670 ჰა, ტყეს უჭირავს 26409 ჰა, ბუჩქნარს - 652 ჰა. გზებს, წყლებს, შენობა-ნაგებობებს და სხვა დანარჩენ გამოუყენებელ მიწებს 4172 ჰა.
რაიონის ტერიტორიაზე მთავრდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზატკეცილები ბათუმი-ახალციხე და ბათუმი-სამტრედია-სოჭი. ეს უკანასკნელი სამხრეთით თურქეთის საზღვრამდე - სოფელ სარფამდე გრძელდება. რესპუბლიკური მნიშვნელობის გზაა აჭარისწყალი-კირნათი, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეა 187.85 კმ.
განვითარებულია საკურორტო მეურნეობა. რაიონში რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტებია - მახინჯაური, მწვანე კონცხი, სარფი და გონიო, სადაც ფუნქციონირებს 3 სანატორიუმი, 3 დასასვენებელი სახლი, 2 პანსიონატი, 1 ტურისტული ბაზა, 20-მდე სასტუმრო.
რაიონის ტერიტორიაზე ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია გონიოს ციხე. ფუნქციონირებს ეთნოგრაფიული მუზეუმი კახაბერში და მაჭახლის ხეობაში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. რაიონში ფუნქციონირებს ორი ეკლესია და ერთი მამათა მონასტერი.

ქედა:ქედის რაიონი ზღვის დონიდან 400-200 მეტრზე მდებარეობს.
ფართობი - 452 ათასი კვ.კმ
მოსახლეობა - 20194 ადამიანი
საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 12,8oC
ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში - 1500 მმ
კლიმატი - მიახლოებულია სუბტროპიკულთან
რაიონული ცენტრი - დაბა ქედა

რაიონი მდიდარია მინერალური და სამკურნალო წყლებით, სააგურე თიხით, მოსაპირკეთებელი ქვებით, ხე-ტყით, ასევე სპილენძით, ოქროთი, თუთიითა და ფერადი ლითონებით.
რაიონში არსებული გზების 38 კმ არის სახელმწიფო მნიშვნელობის, ხოლო 198 კმ - ადგილობრივი მნიშვნელობის. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს 5093 ჰა, მათ შორის სახნავი -2466 ჰა.
ისტორიული ძეგლებიდან გამოირჩევა ზენდიდის, საღორეთის, კავიანის, ცივასულას ციხეები, დანდალოსა და მახუნცეთის თაღოვანი ხიდები, რაიონში ასევე ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

რაიონში ფუნქციონირებს ორი ეკლესია და ერთი მამათა მონასტერი; კულტურის სახლი; ბიბლიოთეკა; ხელოვნების სკოლა; მოყვარულთა თეატრი; საავადმყოფო და სხვა.
სამრეწველო ობიექტებიდან აღსანიშნავია აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგური, წვენების ქარხანა, მინერალური წყლის "კოკოტაურის" ჩამოსასხმელი საამქრო და წისქვილკომბინატი.
სოფლის მეურნეობის დარგებიდან რაიონში განვითარებულია მებოსტნეობა, მეხილეობა, მეთამბაქოეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა და მეფუტკრეობა და სხვა.

შუახევი:
შუახევის რაიონი მდებარეობს აჭარისწყლის ხეობის შუა ნაწილში.
რაიონის ტერიტორიის საერთო ფართობი - 58 ათას 800 ჰა, აქედან 36.373 ჰა ტყეა. რაიონის ტერიტორიის დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს. მაღალი მთებია ხევა (2812 მ) და თაგანური (2662 მ). რაიონის სოფლების დიდი ნაწილი ზღვის დონიდან 1200-1600 მეტრზეა განთავსებული.
მოსახლეობა - 22 122 ადამიანი
რაიონული ცენტრი - დაბა შუახევი.

შუახევი საზღვრისპირა რაიონია. 42 კმ-ზე ესაზღვრება თურქეთი. რაიონის ტერიტორიაზე გადის სახელმწიფო მნიშვნელობის გზატკეცილი "ბათუმი-ახალციხე".
ადგილობრივი წარმოების განვითარების ძირითად მიმართულებად შეიძლება განვიხილოთ რაიონის მდიდარი ჰიდროტექნიკური პოტენციალის ათვისება; სპეციალისტთა გაანგარიშებით, რაიონის წყალუხვ მდინარეებზე შეიძლება 10-ზე მეტი მცირე ჰესის აგება და 50 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროენერგიის მიღება. ამ მიმართებით მუშაობა დაწყებულია. არსებობს რიგი პროექტები და ბიზნეს-გეგმები.
წინასწარი მონაცემებით, შუახევში საკმაოდ მოიპოვება ალუმინიტების, სპილენძის, გოგირდის, ოქროს შემცვლელი საბადოები. ამ მხრივ საინტერესოა ზევარა-გუდნის მადანგამოვლინებები და ჩირუხისწყლის ხეობა.

შესწავლილია მახალაკიძეების ანდეზიტაციტის საბადო, ახალდაბის, ცინარეთის ქვის საბადოები. აგრეთვე ბრილის სააგურე თიხის საბადო. ნედლეული მაღალი ხარისხისაა და აღნიშნული საბადოების ბაზაზე შესაძლებელია მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი ფილებისა და აგურის წარმოება.
უჩამბის, ბაბანურის, ბოგილის, ტომაშეთის, წყალლამპარას მინერალური წყლები სამკურნალო თვისებებით გამოირჩევიან. სადღეისოდ მცირე მოცულობით წარმოებს უჩამბის, ბოგილის, ბაბანურის წყლების ჩამოსხმა. ჭარმოების გაფართოების შემთხვევაში მათ დიდი ეკონომიკური შემოსავლის მოტანა შეუძლიათ.
რაიონი გამოირჩევა შედარებით ნაკლები სინესტით. აჭარისწყლის ხეობის გასწვრივ არის ხმელთაშუაზღვისპირა ტიპის სუბტროპიკული ჰავა, იცის ცხელი და მშრალი ზაფხული, შედარებით თბილი ზამთარი.
რაიონის საკურორტო ადგილები თითქმის ყველა სოფელში, ასევე ალპურ ზონებშიც (ჩირუხი, ჯინალი, ტომაშეთი, საღორია, ღომა) ფართო პროფილით ხასიათდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში ბევრ დამსვენებელს მიიზიდავს. ამასთან რაიონის ბუნებრივ-კლიმატური პირობები, სამკურნალო და თერმული წყლები, კულტურულ-ისტორიული ძეგლები, ალპური ზონა, ველური ბუნება, სამთო-სათხილამურო სპორტის და სამთო ტურიზმის განვითარების პირობებს ქმნის.
დიდი პერსპექტივა აქვს ზამთრისა და საზაფხულო ტურიზმის ცალკეული სახეობების განვითარებას. რაიონის ცენტრიდან 7 კმ-ის მოშორებით, სოფელ გომარდულში, ზღვის დონიდან 1430 მეტრზე, სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების საუკეთესი პირობებია. ტურისტული ბაზა შეიძლება განთავსდეს 400 ჰექტარზე და მისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურის შექმნით უამრავი დამსვენებელი მიიზიდოს როგორც ზამთარში, ასევე წელიწადის ნებისმიერ დროს.
რაც შეეხება აგრარული სექტორს, რაიონის მთლიანი შიდა პროდუქციის 80 პროცენტი სოფლის მეურნეობაზე მოდის. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 16.540 ჰა უჭირავს. მოსახლეობას ძირითადად მოჰყავს სიმინდი, კარტოფილი, ლობიო, ბოსტეული, ხილი.

მალე დასრულდება გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. რაიონში განლაგებულია 9 მეჩეთი.
ხუროთმოძღვრების ძეგლებია შუა საუკუნეების ციხეები ოქროპილაურსა და დარჩიძეებში, შუა საუკუნის ციხე-სიმაგრის ნანგრევები ნიგაზეულში, ტაკიძეებში, ხიჭაურში (კავიანი) და შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები ვარჯანაულსა და ფურტიოში.
შუახევის ფლორა და ფაუნა შეტანილია "წითელ წიგნში" (შველი, კავკასიური მურა დათვი, სირიული დათვი, არჩვი, შაშვი, გვრიტი, ბულბული, გუგული, ოფოფი, კოდალა; წაბლი, მუხა, ვერხვი, არყი, ხე-მარწყვა, ურთხელი, წიფელი, შავი და წითელი მოცვი).
შუახევის ტყეები უნიკალური ბიომრავალფეროვნებით ხასიათდება და უიშვიათესი ენდემური მცენარეული სახეობების თავმოყრით გამოირჩევა. რაიონი წიწვოვანი ტყეების მწვანე საფარით საქართველოში პირველ ადგილზეა.
2005 წლის ზაფხულში შუახევის რაიონის სოფელ ხიჭაურში გაიხსნება მინი-ტურისტული კომპლექსი "ხერთვისი", რომელიც თავისი ეთნოგრაფიული შინაარსით მიმზიდველი იქნება შემომყვანი და გამყვანი ტურ-ოპერატორებისთვის.
რაიონის ბუნებრივი გარემო, ჯერ კიდევ გაუკვალავი გზა-ბილიკები, ხელუხლებელი ტყე-პარკები, წიაღისეული და სხვა სიმდიდრეები ელოდება დაინტერესებული ადამიანების პროექტებს, ცალკეულ ინვესტორებს.

ხულო: ხულო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რაიონია. მდებარეობს 600-3000 მეტრზე ზღვის დონიდან, არსიანის ქედის დასავლეთით და ძირითადად სამი - ღორჯომისწყლის, სხალთისწყლისა და აჭარისწყლის ხეობებისგან შედგება. ტერიტორია - 710 კვ. კმ მოსახლეობა - 36399 ადამიანი კლიმატი - კონტინენტური, საშუალო. წლიური ტემპერატურა 12,1 0C ფარგლებში მერყეობს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1120-1500 მმ. რაიონული ცენტრი - დაბა ხულო
თავისი არქიტექტურული მშენებლობით ევროპაში მეორე უნიკალური ხულო-თაგოს 1700-მეტრიანი საბაგირო გზის მონაკვეთის გავლისას, მნახველის მხედველობის არეში ექცევა დაბა ხულოსა და მისი მიმდებარე სოფლების განუმეორებელი ბუნებრივი სილამაზე.
ხულოს რაიონი მდიდარია მინერალური რესურსებით. ამჟამად არსებული 25-მდე მინერალური წყლებიდან გეოლოგიური დეპარტამენტის მიერ შესწავლილია წაბლანის, ხიხაძირის, დანისპარაულის, დიოკნისის, აბანოყელის, ყინჩაურის მინერალური წყლების გამოსავლები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ძველთაგანვე გამოიყენებოდა სასმელად და სამკურნალოდ. ისინი მიეკუთვნებიან ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-ქლორიდულ-ნატრიუმიან მინერალურ წყლებს. ტემპერატურა მერყეობს 6-15 გრადუსამდე.
უძველესი დროიდან ცნობილია სოფელ ბოღაურის თერმული წყალი, რომელიც შემადგენლობით გოგირდწყალბადიან-სულფატურ- ჰიდროკარბონატულია. ტემპერატურა მერყეობს 30-35 გრადუსამდე.
თერმული წყლების ამოსავლები ცნობილია სოფელ ბიჭაურის მიდამოებში. წყალი შემადგენლობით გოგირდწყალბადიანი სულფატურ-ჰიდროკარბონატულია. ტემპერატურა მერყეობს 30-35 გრადუსამდე.
მინერალური წყლების ქიმიური შემადგენლობა და მინერალიზაცია შესაძლებლობას იძლევა მათ სამკურნალოდ გამოყენებას.
სოფელ დანისპარაულში არსებობს სამშენებლო ქვის კარიერი.
რაიონის მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს კარტოფილი, რომელიც დათესილია 1167 ჰექტარზე. 2004 წელს მოწეული იქნა 25 ათასი ტონა კარტოფილი. აგრეთვე იწარმოება სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები: სიმინდი, ლობიო, ბოსტნეული, ხილი, თამბაქო, თაფლი.
რაიონში წამყვანი დარგია მეცხოველეობა. სტატისტიკური მონაცემებით, აღრიცხულია 49 ათასი მსხვილფეხა და 6000 წვრილფეხა პირუტყვი. 16 ათასი ჰექტარი ალპური ზონა გამოყენებულია პირუტყვის საზაფხულო საძოვრებად.
ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია უჩხოს ქვის თაღიანი ხიდი (VIII ს.), თხილვანის, ვერნების, კალოთის, საციხურის, თიკანაურის, ვანაძეების ეკლესიის ნანგრევები. ხიხანის ციხეზე (XI ს.). ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები საშუალებას იძლევა გაიხსნას ტურისტული მარშრუტი ვარდციხე (ხიხაძირი)-ხიხანის ციხე. შესაძლებელია ტურისტული მარშრუტის გახსნა გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-შავი ტბა.
რაიონში თოვლის სიუხვით ცნობილია სოფელი ქედლები (ჭოლონის ტერიტორია ხულოდან 4 კმ), რომელსაც გარს აკრავს წიწვოვანი და შერეული ტყის მასივი. მდიდარია ანკარა მთის წყაროებით.
რაიონში დიდი პერსპექტივა აქვს ტურიზმის განვითარებას. მაღალმთიან ალპურ ბუნებაში ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე განლაგებულ კურორტ ბეშუმში არსებული კოტეჯები და დასასვენებელი სახლები ზაფხულის პერიოდში საშუალებას იძლევა 30 ათას დამსვენებელს და ტურისტს მოემსახუროს.
საზამთრო კურორტის აშენების შემთხვევაში ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით შეუძლია მოემსახუროს სპორტსმენებს და დამსვენებლებს, ხოლო ზაფხულში შესაძლებელია გამაჯანსაღებელი სპორტული ბანაკების მოწყობა.
რაიონში ამჟამად მოქმედებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და სამხატვრო გალერეა დაბა ხულოში, აბუსერისძე ტბელისა (თხილვანაში) და შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმები (სხალთაში).
რაიონში ფუნქციონირებს სხალთის ღვთისმშობლის და ხულოს ხარების სახელობის ეკლესიები; დეკანაშვილების და ღორჯომის მეჩეთები.
ტრადიციული დღესასწაულებიდან გამორჩეულია შუამთობა, რომელიც ტარდება აგვისტოს დასაწყისში და ტბელობა.
მოსახლეობა - 91 600 კაცი (85% ქართველი)
საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 13-15oC
ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში - 2500-3000 მმ
კლიმატი - სუბტროპიკული
ცენტრი - ქალაქი ქობულეთი

ქობულეთი:ქობულეთის რაიონი ზღვის დონიდან 10 მეტრზე მდებარეობს.
ფართობი - 711,9 კვ.კმმოსახლეობა - 91 600 კაცი (85% ქართველი)
საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 13-15oC
ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში - 2500-3000 მმ
კლიმატი - სუბტროპიკული
ცენტრი - ქალაქი ქობულეთი
რაიონი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ოზურგეთის რაიონი. რაიონული ცენტრი - ქ. ქობულეთი განფენილია უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროზე.
ქობულეთის რაიონი მოიცავს 1 საქალაქო, 2 სადაბო და 17 სასოფლო საკრებულოს. რაიონში არის 48 სოფელი. ქართველების გარდა აქ 24 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს.
ქობულეთი გამორჩეულია თავისი ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით, კლიმატური ადგილებით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იონიზირებული ზღვის ჰაერით, მცხუნვარე მზითა და თბილი ზღვით.
უნიკალურია წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი, რომელიც დამრეცად ეშვება ზღვისკენ, განსაკუთრებული ხედებით გამოირჩევა ცადაწვდენილი ენდემური ფიჭვის, ევკალიპტის, ბამბუკის, კიპარისის კორომებით, ფინიკისა და ქოქოსის პალმებით...
თავისი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია კინტრიშის უნიკალური ნაკრძალი; თიკერის აღკვეთილი თავისი ფლორითა და ფაუნით; იშვიათი მცენარეებით სავსე ისპანის ჭაობი...
ქობულეთი განსაკუთრებით მდიდარია ქვის ხანის, ადრე ფეოდალური და ანტიკური არქეოლოგიური ძეგლებით, რაც ძველ კოლხეთსა და საერთოდ აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის წარმოქმნას ადასტურებს.
რაიონისთვის დამახასიათებელია ნიადაგების მრავალფეროვნება: ზღვისპირა დაბლობში ტორფ-ჭაობიანი ნიადაგებია, ხეობებში ალპური ქანები, გორაკ-ბორცვებიან ზოლსში გავრცელებულია წითელმიწა ნიადაგები, ხოლო უფრო მაღალ ადგილებში გაეწრებული ნიადაგებია, სადაც კარგად ხარობს სუბტროპიკული კულტურები.
ქობულეთი მდიდარია მდინარეებით, რომელთა შორის აღსანიშნავია კინტრიში, ჩაქვისწყალი, აჭისწყალი, ოჩხამური, აჭყვა, დეხვა და სხვა.
ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორია შეადგენს 6,0 ჰექტარს, სადაც 2004 წელს აღსდგა ატრაქციონები, გასართობი ობიექტები და აუზები, დაირგო და შეივსო მწვანე ნარგავები.
რაიონში მოქმედებს 11 ეკლესია (13 მშენებარეა) და 2 მეჩეთი; 4 სკვერი; 15 სასტუმრო; რესტორნები და კაფეები; სამშობიარო სახლი; საავადმყოფოები და ამბულატორიები. საკურორტო სეზონზე კერძო სასტუმროები, დასასვენებელი სახლები და ინდივიდუალური სახლების მეპატრონეები ღებულობენ და ემსახურებიან 100 000-მდე დამსვენებელს.
მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. რაიონის ეკონომიკა განპირობებულია სამეწარმეო სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით.

Комментариев нет:
Отправить комментарий