суббота, 5 октября 2013 г.

ასლან აბაშიძე: „ლორთქიფანიძემ თავისი თავი თვითონვე გაყიდა“…

 05.10.13/adjaraps.com – სახალხო მოძრაობის „ღირსეული აჭარა ბიძინა ივანიშვილთან“ ლიდერები „ქართული ოცნების“ ქედის რაიონული შტაბის ხელმძღვანელის ასლან ლორთქიფანიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პასუხებს ასლან აბაშიძის კომენტარზე – „უპასუხისმგებლობის ზენიტს“ უწოდებენ, როგორც თავად აბაშიძე აცხადებს, ლორთქიფანიძემ კომენტარის შემდეგ თავისი თავი თვითონვე „გაყიდა“ და „ფეისბუქზე“ თავისი მუშაობის შედეგები დადო, სოფელ ცხემნაში გამართულ მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ შტაბი თითოეული შეხვედრისას 10-12 კაცის მობილიზებასაც ვერ ახერხება და ისინი ამას ეძახიან მუშაობას… ჩვენს შეხვედრებზე კი მიუხედავად მათი მხრიდან ხელშეშლისა და მოსახლეობის დაშინებისა, ასეულობით ამომრჩეველი მოდის და რწმუნდება თუ რატომ უნდა მისცენ ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს. მე, სწორედ ამაზე გავამახვილე ყურადღება, როცა მთიანი აჭარის საარჩევნო შტაბების სუსტი მუშაობა გავაანალიზე და გავაჟღერე, რომ შტაბები ამომრჩევლის მობილიზებას ვერ ახერხებენ მეთქი – დასძენს აბაშიძე.




Комментариев нет:

Отправить комментарий