ექსკლუზივი – „არჩილ ხაბაძე აჭარაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას გაემიჯნა!“
დღეს ქედის ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ სახალხო მოძრაობის „ღირსეული აჭარა ბიძინა ივანიშვილთან“ ლიდერმა ასლან აბაშიძემ „აჭარა P.S.“-თან ექსკლუზიურ საუბარში სკანდალური განაცხადებები გააკეთა. როგორც მოძრაობის ლიდერი ამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ ის მხარდამჭერებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერ შეხვედრებს მართავს და ამ პროცესში სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ჩართულნი, არჩილ ხაბაძე ამ პროცესებს თავხედურად უშლის ხელს და ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერით ხალხს შეხვედრებზე მისვლას უკრძალავენ. ასლან აბაშიძის განცხადებით, ქედაში გამართულ შეხვედრაზე მინიმუმ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი მაინც უნდა მისულიყო. შტაბის ხელმძღვანელის ასლან ლორთქიფანიძის განმარტებით, ის ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, მას იმდენად შორ სოფელში ჰქონდა დაგეგმილი მოსახლეობასთან შეხვედრა, რომ მისასვლელად ვერ მოიცლიდა. როგორც შტაბის უფროსმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ რაიონული შტაბები ერთიანი მენეჯმენტით მუშაობენ და ასეთი შეხვედრის შესახებ მისთვის ცენტრიდან არავის მიუმართავს, თუმცა „აჭარა P.S.“-ის კითხვას, რომ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის შეხვედრაზე ჯერ კიდევ ორი დღის წინ პირადად დაპატიჟეს, ლორთქიფანიძე ასე პასუხობს: – შეიძლება მართლაც დამპატიჟეს, მაგრამ იმდენი საქმე და შეხვედრა მაქვს დღის განმავლობაში, ალბათ თავიდან ამომივარდაო“…
- „თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ აჭარაში სიტუაცია დალაგებულია, ვეტყვი, რომ ცდება, აჭარაში ტრიალებს უბედურება, აქ, საერთოდ უმართავია სიტუაცია, აქ „ნაცების“ ქორწილია… დღევანდელი აჭარის მთავრობა არის „პაზორი“ არა მარტო აჭარისათვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, აი, ასეთი მთავრობა გვყავს ჩვენ ყველა რგოლში, ვისაც მე ვხედავ, მათი განათლება და მათი მოქმედება დიდი სირცხვილია… როგორ შეიძლება უძაღლო ქვეყანაში კატებმა იძაღლონ? – აცხადებს ასლან აბაშიძე და კამერის წინ ზოგიერთი ჩინოვნიკის გვარ-სახელების დასახელებასაც არ ერიდება.
თამილა წითელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий